გალაქტოზემია 2021 – ცვლილებები ახალი შესაძლებლობებისთვის
ამა წლის 5 და 6 ნოემბერს EGS და GalNet-ის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია გალაქტოზემიის შესახებ – ,,გალაქტოზემია 2021 – ცვლილებები ახალი შესაძლებლობებისთვის”. EGS – ევროპის გალაქტოზემიის საზოგადოება https://www.galactosaemia.eu/და GalNet – გალაქტოზემიის საერთაშორისო ქსელი https://www.galactosemianetwork.org/ ერთობლივად ყოველ წელს მართავს შეხვედრებს, რათა ექიმებმა, დიეტოლოგებმა, მეცნიერებმა, პაციენტებმა და მშობელთა საზოგოდოებებმა გაიგონ და ერთმანეთს გაუზიარონ სიახლეები გალაქტოზემიასთან დაკავშირებით.
წელს კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც მსოფლიოს 30 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ კონფერენციას საქართველოდან ესწრებოდა GSIEM საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება.