სიმპოზიუმი SSEIM 2019
2019 წლის 3-6 სექტემბერს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში ჩატარდა თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების შემსწავლელი საზოგადოების სიმპოზიუმი SSIEM 2019, რომელიც ეძღვნებოდა მეტაბოლური დარღვევების სფეროში არსებული სიახლეების გაცნობას. სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მეტაბოლურ-გენეტიკური დარგის ექსპერტები, ექიმები, დიეტოლოგები, მეტაბოლური კვების სპეციალისტები, მეცნიერები.
ორალურ მოხსენებებთან ერთად მიმდინარეობდა პოსტერული მოხსენება. საქართველოდან წარდგენილი იყო პოსტერი – გლუტარის აციდურია ტიპი 1 – გაფართოებული კლინიკური სპექტრი (ავტორები: ნაზი ტაბატაძე – პედიატრი, გია მელიქიშვილი – ბავშვთა ნევროლოგი; მედიქლაბჯორჯია).
SSIEM 2019 სიმპოზიუმს ესწრებოდნენ მეტაბოლური ნუტრიციის ინდუსტრიის წარმომადგენლები და ლაბორატორიული კომპენიები საკუთარი პროდუქციის გაცნობისა და სიახლეების გაზიარების მიზნით.