2021 წლის 19 და 20 აპრილს ჩატარდა SSIEM მინი აკადემია. https://www.erndim.org/home/news.asp?nid=59.
ტრეინინგს ესწრებოდა 100 -მდე დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
პროგრამა მოიცავდა მეტაბოლური დაავადებების ძირითადი ჯგუფების მიმოხილვას: ამინოაციდოპათიები, ორგანული აციდოპათიები, შარდოვანას ციკლის დარღვევები, ცხიმოვანი მჟავების ცვლის მოშლა, მეტაბოლური ენცეფალოპათიები და ღვიძლის დაავადებების მეტაბოლური მიზეზები.
ტრეინინგის მოიცავდა მეტაბოლური შემთხვევების – პაციენტების ქეისების განხილვას, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი მეთოდების მიმოხილვას.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა პედიატრი ნაზი ტაბატაძე.