საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ღონისძიებები და სიახლეები
  • ბლოგი
    • ექიმებისთვის
    • მშობლებისთვის
  • კონტაქტი

ბიოტინიდაზას დეფიციტი

ბიოტინიდაზას დეფიციტი იშვიათი გენეტიკურ-მეტაბოლური დაავადებაა, რომლის ადრეული დიაგნოსტირება ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა. მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ბიოტინიდაზას დეფიციტი შესულია ახალშობილთა სკრინინგის პროგრამაში.

მკურნალობის გარეშე ბიოტინიდაზას დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ზრდასრულ ასაკამდე. კლინიკური გამოვლინებები მრავალგვარია: გულყრები, ჰიპოტონია, ატაქსია,  განვითარების შეფერხება, სმენის დაქვეითება, მხედველობის პრობლემები, მათ შორის ოპტიკური ატროფია. გვიანი დიაგნოსტირების შემთხვევაში სმენისა და მხედველობის დეფიციტი ხშირად შეუქცევადია მკურნალობის მიუხედავად.

კლინიკური გამოვლინების მრავალფეროვნებისა და არასპეციფიურობის გამო, დიაგნოზის დაგვიანების რისკი მაღალია.

ბიოტინიდაზას დეფიციტი უნდა განიხილებოდეს დიფერენციალური დიაგნოზების ჩამონათვალში, როდესაც პაციენტს აღენიშნება განვითარების აუხსნელი შეფერხება და სენსორული სმენის დაქვეითება. დეტალური ინფორმაცია დაავადების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://gsiem.ge/wp-content/uploads/2022/01/BTD-NEW-PDF_compressed.pdf

 

ღონისძიებები

  • სკრინინგის საერთაშორისო დღე

    INSD – International neonatal screening day სკრინინგის საერთაშორისო დღე...

  • ახალშობილთა სკრინინგი – ისტორია და რეალობა

    სექტემბერი ახალშობილთა სკრინინგზე ცნობადობის ამაღლების თვეა. 2023 წლის 9-12...

  • 28 ივნისი ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეა

    28 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეს, რათა...

©2019 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება