თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკური, კლინიკური და თერაპიული პროგრამა (DCTEP)
თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკური, კლინიკური და თერაპიული პროგრამა – DCTEP (Diagnostic, Clinical and Therapeutic Programme on Inherited Metabolic Disorders) დაიწყება 2023 წლის ივნისში. DCTEP არის პირველი ელექტრონული სწავლების კურსი, რომელიც შემუშავებულია MetabERN ქსელის მიერ და მისი ინდივიდუალური მოდულები აკრედიტებულია ევროპის აკრედიტაციის საბჭოს მიერ. პროგრამის მიზანია, შექმნას და მოამზადოს პროფესიონალთა ახალი გუნდი, რომლებსაც აქვთ ინტერესი მემკვიდრეობითი მეტაბოლური დაავადებების მიმართ. პროგრამა გააცნობს მონაწილეებს მეტაბოლური დაავადებების საფუძველს და დაეხმარება მათ, აითვისონ ის აუცილებელ უნარები და ცოდნა, რითაც შეძლებენ, ჩაერთონ მეტაბოლური დაავადებების მქონე პაციენტების დიაგნოსტირების, მართვისა და მკურნალობის პროცესში მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.
პირველი საინფორმაციო ვებინარი გაიმართება 2023 წლის ივნისის ბოლოს.
დამატებითი ინფორმაცია განთავსდება MetabERN-ის ვებ გვერდზე https://metab.ern-net.eu/