თანდაყოლილი ჰიპოთირეოდიზმი
თანდაყოლილი ჰიპოთირეოდიზმი ვითარდება, როდესაც ახალშობილში დაქვეითებულია ფარისებრი ჰორმონის ნორმალური რაოდენობით წარმოქმნის უნარი. თანდაყოლილი ჰიპოთირეოდიზმი გვხვდება დაახლოებით 3000-დან 1 ახალშობილში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი მნიშვნელოვანია ბავშვის ტვინის განვითარებისათვის და ზრდისათვის, შესაბამისად მკურნალობის გარეშე შესაძლოა გამოვლინდეს გონებრივი განვითარებისა და ზრდის შეფერხება.
თანდაყოლილი ჰიპოთირეოდიზმი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ახალშობილთა სკრინინგ პროგრამაშია შესულია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ გზამკვლევი ოჯახებისთვის თანდაყოლილი ჰიპოთირეოდიზმი შესახებ. https://gsiem.ge/wp-content/uploads/2021/07/თანდაყოლილი-ჰიპოთირეოდიზმი-მშობლებისათვის.pdf