საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა და იშვიათი ეპილეფსიების საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism and Rare epilepsies (GSIEMRare)
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • საზოგადოება
    • მმართველი გუნდი
    • გახდი წევრი
  • მედია
    • ღონისძიებები
    • სიახლეები
    • ბმულები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

ჰომოცისტინურია

ჰომოცისტინურია

ჰომოცისტინურია თანდაყოლილი მეტაბოლურ-გენეტიკური დაავადებაა, რომელიც განპირობებულია ფერმენტ ცისტათიონინ ბეტა-სინთაზას დეფიციტით. ამ დაავადების დროს ირღვევა ცილების, კონკრეტულად კი ამინომჟავა მეთიონინის ცვლა, რის შედეგადაც ქსოვილებში გროვდება საზიანო ქიმიური ნივთიერება ჰომოცისტეინი.

დაავადების ზუსტი გავრცელება უცნობია და მერყეობს  1:1,800 -დან 1:900,000-მდე.

დროული დიაგნოსტირებისა და ადრეული მართვის გარეშე პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნებათ ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, აუტისტური სპექტრის დარღვევები, მხედველობის პრობლემები (ახლომხედველობა, ბროლის ქვეამოვარდნილობა, გლაუკომა), ძვლებისა და სახსრების პრობლემები და სისხლძარღვოვანი პათოლოგიები (თრომბოზი, ინსულტი).

ჰომოცისტინურიის მქონე ბავშვებში დაავადების ერთადერთი გამოვლინება შესაძლოა იყოს აუტიზმი.

ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ჰომოცისტინურია შესულია ახალშობილთა სკრინინგის პროგრამაში. დაავადების ადრეული დიაგნოსტირება და მართვა ამცირებს გრძელვადიანი გართულებებს რისკს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო ბროშურა მშობლებისთვის https://gsiem.ge/wp-content/uploads/2021/08/c-ჰომოცისტინუტია-ინფორმაცია-მშობლებისთვის-converted_compressed.pdf

ღონისძიებები

  • SSIEM 2026 — Next Generation Metabolic Medicine

    25–28 აგვისტოს ჰელსინკიში გაიმართა SSIEM 2026 — Society for...

  • სმით-ლემლი-ოპიცის სინდრომი (SLOS) ჰოლისტიკური ოჯახური პერსპექტივიდან

    MetabERN-ის მიერ ორგანიზებული ვებინარი სმით-ლემლი-ოპიცის სინდრომის (SLOS) შესახებ ჩატარდება...

  • გილოცავთ ახალ 2026 წელს! GSIEM საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა...

©2026 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა და იშვიათი ეპილეფსიების საზოგადოება