თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების ძირითადი ბიომარკერები: საბაზისო კურსი

კურსი პრაქტიკული, შემთხვევებზე დაფუძვნებული კურსია, რომელიც მოიცავს 6 ტრეინინგს თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებებისთვის სპეციფიური, საბაზისო ბიომარკერების და „საგანგაშო ნიშნების“ დროულ ამოცნობას, ლაბორატორიული ძირითადი შედეგების ინტერპრეტაციას და კლინიკური გადაწყვეტილებების სწორად შერჩევას პაციენტის მართვის პირველივე საათებიდან საბოლოო დიაგნოზის დასმამდე.
კურსი განკუთვნილია: ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგებისთვის, პედიატრებისთვის, სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის და სხვა ექიმებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტების შეფასებასა და მართვაში.
ტრეინინგის გავლის შემდეგ ექიმებს შეეძლებათ:
მწვავე მეტაბოლურ სიტუაციებში ,,საგანგაშო” ლაბორატორიული მაჩვენებლების ამოცნობა,
ძირითადი ბიომარკერების ინტერპრეტაცია შესაბამის კლინიკურ კონტექსტში,
თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებების გათვალისწინებით საწყისი შესაძლო დიაგნოზის განსაზღვრა,
დაავადებისთვის სპეციფიური გამოკვლევების შედეგების მიღებამდე გადაუდებელი მართვის ტაქტიკის განსაზღვრა,
პაციენტების სპეციალიზებულ განყოფილებებში გადამისამართების საჭიროების განსაზღვრა.
ტრეინინგების განრიგი ასეთია:
11/03/2026 – ჰიპოგლიკემია
25/03/2026 – ჰიპერამონემია
15/04/2026 – მეტაბოლური აციდოზი
06/05/2026 – ლაქტატაციდოზი
27/05/2026 – ჰიპერCKემია
10/06/2026 – ჰიპერტრანსამინემია და ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
ტრეინინგები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ZOOM პლატფორმაზე.
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://formacion.sjdhospitalbarcelona.org/en/trainings/essential-biomarkers-iem-basic-course