SSIEM 2022 სიმპოზიუმი

SSIEM 2022 სიმპოზიუმი – Genetics meets Environment წელს ფრაიბურგში ჩატარდება. სიმპოზიუმი SSIEM – Society for the Study of Inborn Errors of Metabolism თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოების ორგანიზებით ყოველ წელს ტარდება, სადაც მეტაბოლური და გენეტიკური დარღვევების სფეროში მოღვაწე ექიმები, მეცნიერები, სხვადასხვა იშვიათი დაავადებების საზოგადოების წევრები, ფარმაცევტული და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები იკრიბებიან და ერთმანეთს ამ სფეროში არსებულ სიახლეებს, მიღწევებს, ჩატარებული კვლევების შედეგებსა და გამოცდილებებს უზიარებენ. წელს ფრაიბურგმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-მდე დელეგატს უმასპინძლა.
SSIEM-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოების ორგანიზებას მანუელ შიფი უხელმღვანელებს. მანუელ შიფი პარიზში ნეკერის ჰოსპიტალის პედიატრიული მეტაბოლური დაავადებების დეპარტამენტის უფროსია.
საქართველოდან SSIEM 2022 სიმპოზიუმს დაესწრნენ პედიატრი, GSIEM საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოების დამფუძნებელი ნაზი ტაბატაძე, სსიპ “აჭარის არ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი რუსუდან შავიშვილი და იაშვილის სახ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორი, მედიცინის დოქტორი თამარ ბახტაძე.