საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ღონისძიებები და სიახლეები
  • ბლოგი
    • ექიმებისთვის
    • მშობლებისთვის
  • კონტაქტი

იზოვალერული აციდემია

იზოვალერული აციდემია

იზოვალერული აციდემია თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა ორგანიზმის მიერ ცილების დაშლის პროცესი. დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაგვარად, ახალშობილებში ხშირ შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება – კვების დარღვევებით, ღებინებებით, მივარდნილობითა და კომით. მოგვიანებით ასაკში დაავადება შეიძლება ხასიათდებოდეს ქრონიკული მიმდინარეობით და პერიოდული გამწვავებებით – მეტაბოლური კრიზისებით. გამწვავებები უკავშირდება სხვადასხვა სტრესს, მაგალითად ღებინებას, დიარეას, ბავშვთა ინფექციებს, ცხელებას, ქირურგიულ ჩარევას. ამ მაპროვოცირებელი ფაქტორების ზეგავლენით ბავშვს უვითარდება ზოგადი მდგომარეობის აუხსნელი დამძიმება და რთულდება დიაგნოზის გასმა. ზოგჯერ დაავადება შესაძლოა ძალიან მსუბუქად, თითქმის უსიმპომოდ მიმდინარეობდეს. იზოვალერული აციდემიის მახასიათებელია სპეციფიური – ,,ოფლიანი ტერფის” სუნი.

იზოვალერული აციდემიის ადრეული დიაგნოსტირებისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში პაციენტების განვითარება არ ზარალობს,  აღარ ვითარდება ისეთი ნევროლოგიური გართულებები, როგორიცაა ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, მეტყველების შეფერხება, სწავლის უნარის  დარღვევა, გულყრები.

იხილეთ მშობლების საინფორმაციო ბროშურა:

ღონისძიებები

  • სკრინინგის საერთაშორისო დღე

    INSD – International neonatal screening day სკრინინგის საერთაშორისო დღე...

  • ახალშობილთა სკრინინგი – ისტორია და რეალობა

    სექტემბერი ახალშობილთა სკრინინგზე ცნობადობის ამაღლების თვეა. 2023 წლის 9-12...

  • 28 ივნისი ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეა

    28 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეს, რათა...

©2019 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება