საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ღონისძიებები და სიახლეები
  • ბლოგი
    • ექიმებისთვის
    • მშობლებისთვის
  • კონტაქტი

რობერტ გათრის სიმპოზიუმი

რობერტ გათრის სიმპოზიუმი

28 ივნისს ჩატარდა რობერტ გათრის სიპოზიუმი ახალშობილთა სკრინინგისა და მეტაბოლური დარღვევების შესახებ, რომლის ორგანიზატორებიც გახლდნენ მედიცინისა და ბიომედიცინის მეცნიერებათა იაკობსის სკოლა, ჯონ ოიშეის ბავშვთა ჰოსპიტალი, ბუფალო ფონდის უნივერსიტეტი და ბუფალო ფონდის ბავშვთა ჰოსპიტალი.

სიმპოზიუმზე გაშუქდა ახალშობილთა სკრინინგის ისტორია პირველი სკრინინგ ტესტის დანერგვიდან გენურ თერაპიამდე.

ფენილკეტონურიის ადრეული დიაგნოსტირებისთვის სკრინინგის ტესტის შემუშავება სწორედ რობერ გათრის სახელს უკავშირდება. ის ახალშობილთა სკრინინგის მსოფლიო ადვოკატად მოიხსენიება.

დღეისათვის ახალშობილთა სკრინინგი რუტინული პროცედურაა მთელს მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალშობილთა სკრინინგის პროგრამაში 50-ზე მეტი დაავადებაა შეტანილი.

მომხსენებელთა შორის იყვენენ ახალშობილთა სკრინინგისა და თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების სფეროს ექსპერტები: ჰერვეი ლევი (ბოსტონ ჩილდრენსის ჰოსპიტალის პროფესორი და მეტაბოლური პროგრამის დამაარსებელი, მარკ კორსონი (გენეტიკურ-მეტაბოლური საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი, VMP genetics- ის ექიმთა დახმარებისა და განათლების მიმართულების დირექტორი), ტაოშენგ ჰუანგი (ბუფალოს უნივერსიტეტის გენეტიკის განყოფილების პროფესორი და ხელმძღვანელი, ირვინის MitoMED მოლეკულური დიაგნოსიტიკის ლაბორატორიის დირექტორი), როდნეი ჰოუელი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაიამი მილერის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საპატიო პროფესორი და პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი, თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების საკონსულტაციო კომიტეტის ხელმძღვანელი).

როდნეი ჰოუელმა ისაუბრა მსოფლიოს სკრინინგის მიღწევების შესახებ, მან თავის პრეზენტაციაში ახსენა საქართველო, ქვეყანა, სადაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი სკრინინგის პროგრამის დასახვეწად და გამოთქვა მხარდაჭერა აღნიშნული მიმართულებით  მომუშავე გუნდის დასახმარებლად.

სიმპოზიუმამდე რამდენიმე დღის წინ, 23 ინვისს, ISNS ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლის ნაზი ტაბატაძისა და მისი გუნდის ორგანიზებით შედგა ონალაინ შეხვედრა საქართველოს ახალშობილთა სკრინინგ პროგრამის შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ ხუან ფრანცისო კაბელო (ჩილეს ახალშობილთა სკრინინგ პროგრამის ხელმძღვანელი), მეი ვანგ ბეიკერი (ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო ორგანიზაციის  ექსპერტი და როდნეი ჰოუელი. ამ შეხვედრაზევე  გამოთქვა როდნეი ჰოუელმა  მზადყოფნა, გაეზიარებინა თავისი გამოცდილება და  რეკომენდაციები საქართველოში სკრინინგის პროგრამის განვითარებისასთან დაკავშირებით.

სიმპოზიუმის შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://gsiem.ge/wp-content/uploads/2022/05/გათრი-სიმპოზიუმი-PDF_compressed.pdf

ვიდეო ჩანაწერი –  https://www.youtube.com/watch?v=OBi6bhWyiwM

ღონისძიებები

  • სკრინინგის საერთაშორისო დღე

    INSD – International neonatal screening day სკრინინგის საერთაშორისო დღე...

  • ახალშობილთა სკრინინგი – ისტორია და რეალობა

    სექტემბერი ახალშობილთა სკრინინგზე ცნობადობის ამაღლების თვეა. 2023 წლის 9-12...

  • 28 ივნისი ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეა

    28 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეს, რათა...

©2019 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება