ვებინარი Think Ammonia! Test and Diagnosis of Hyperammonaemia in time

18 სექტემბერს, 19:00 საათზე MetabERN მასპინძლობს ონლაინ ვებინარს სახელწოდებით Think Ammonia! Test and Diagnosis of Hyperammonaemia in time.
ვებინარი MetabERN-ისა და Metabolic Support UK-ის მიერ არის ორგანიზებული და ემსახურება იმას, რომ ექიმებმა შეძლონ ჰიპერამონემიის ამოცნობა, დროულად ჩაატარონ ტესტირება და შეძლონ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, სერიოზული გრძელვადიანი გართულებების ან სიკვდილიანობის თავიდან აცილება.
ეს ვებინარი შექმნილია თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების მართვაში ჩართული ექიმებისთვის, ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჰიპერამონემიის დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ ცოდნის გაღრმავებით. ვებინარი პაციენტებისთვის და მათი ოჯახებისთვისაც საინტერესო იქნება.
ვებინარზე წარმოდგენილი იქნება მეთაბოლურ დაავადებათა სფეროს ესპერტთა პრეზენტაციები, რასაც მოჰყვება კითხვა-პასუხის სესია.
მოხსენებელთა სიაში არიან: პროფესორი ფრანსუა აისკენსი, ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკის (ბელგია) პედიატრიის კლინიკის ხელმძღვანელი, ასევე MetabERN-ის განათლებისა და ტრენინგების კოორდინატორი; დოქტორი დრის დობელაერე, ლილის საუნივერსიტეტო კლინიკის (საფრანგეთი) MetabERN ცენტრის კოორდინატორი, დოქტორი გევინ მერსერ-სმიტი, Northumbria Healthcare NHS Foundation Trust-ის (დიდი ბრიტანეთი) კონსულტანტი და ჯონათან გიბსონი, Metabolic Support UK-ის კამპანიის და კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://us06web.zoom.us/webinar/register/WN_xoBoGo4-TnaokT5E7jLfVw#/registration