-ახალშობილთა სკრინინგი მნიშვნელოვანი პროცედურაა მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების დროულად აღმოსაჩენად და მიზნობრივი მკურნალობის დასაწყებად.
-ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღე უნიკალური შესაძლებლობაა, გავზარდოთ ცნობადობა ახალშობილთა სკრინინგის შესახებ მთელს მსოფლიოში.
-28 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეს, რათა ყველას გააცნოს სკრინინგის შესაძლებლობები და გაავრცელოს ინფორმაცია მისი სარგებლიანობის შესახებ.
- ახალშობილთა სკრინინგის მნიშვნელობა
ახალშობილთა სკრინინგით შესაძლებელია სიცოცხლის გადარჩენა!
მსოფლიოში არსებულმა ახალშობილთა სკრინინგ პროგრამებმა თვალსაჩინოდ გამოავლინა, რომ ახალშობილთა სკრინინგით დაავადების ადრეული გამოვლინება და მკურნალობის დროულად დაწყება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და ზოგჯერ სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.
ფენილკეტონურია და თანდაყოლიი ჰიპოთიროიდიზმი უმეტეს ქვეყანაში შესულია სკრინინგის ეროვნულ პროგრამაში. სხვა დაავადებები, როგორიცაა მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი (combined immunodeficiencies, SCID) და სპინალური კუნთოვანი ატროფია (spinal muscular atrophy, SMA) კი ბევრ ქვეყანაში არ არის დამატებული, მიუხედევად ბოლო წლებში მათი აქტუალობისა.
- რატომ 28 ივნისი?
28 ივნისს რობერტ გათრის დაბადების დღეა. რობერტ გათრი იყო ექიმი, მიკრობიოლოგი, რომელმაც 1960 წელს შექმნა ფილტრის ქაღალდი მშრალი სისხლის წვეთისთვის და კვლევის მეთოდი ახალშობილებში ფენილკეტონურიის სკრინინგისთვის. რობერტ გათრიმ მთელი ცხოვრება მიუძღვნა ახალშობილთა სკრინინგის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
ვიმედოვნებთ, რომ ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღე ხელს შეუწყობს ახალშობილთა სკრინინგის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების თანამშრომლობას და ქვეყნებს შორის გამოცდილებებისა და მიღწევების გაზიარებას სკრინინგის პროგრამის მუდმივი გაუმჯობესებისკენ მიმავალ გზაზე.
წელს, 28 ივნისს, რობერტ გათრის 106-ე საიუბილეო თარიღთან დაკავირებით, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება გათრის მეორე სიმპოზიუმი ახალშობილთა სკრინინგისა და მეტაბოლური დარღვევების შესახებ.
ინფორმაცია სიმპოზიუმის შესახებ იხილეთ ბმულზე https://neonatalscreeningday.org/template/.
ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეიქმნა ვებგერდი https://lnkd.in/ejB_cCJV