საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა და იშვიათი ეპილეფსიების საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism and Rare epilepsies (GSIEMRare)
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • საზოგადოება
    • მმართველი გუნდი
    • გახდი წევრი
  • მედია
    • ღონისძიებები
    • სიახლეები
    • ბმულები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

ახალშობილთა სკრინინგის მთავარი პრინციპები

ახალშობილთა სკრინინგის მთავარი პრინციპები

ადრეული დიაგნოზი აუმჯობესებს იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანების ცხოვრებას. სწორედ ამისკენაა მიმართული ახალშობილთა სკრინინგი.

ორგანიზაცია EURORDIS -ის ინიციატივით, რომელიც წარმოადგენს  იშვიათი დაავადებების აქტიურ და მძლავრ ორგანიზაციას ევროპაში, ჩამოყალიბდა ახალშობილთა სკრინინგის სამუშაო ჯგუფი, რათა შემუშავებულიყო ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალშობილთა სკრინინგის პოლიტიკისა და პროგრამების განვითარებას. განისაზღვრა 11 მთავარი პრინციპი, რომლებიც მიმართულია ახალშობილთა სკრინინგის ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მხარდასაჭერად, რათა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში დაბადებულმა ყველა ახალშობილმა ისარგებლოს ახალშობილთა სკრინინგით, შეიქმნას სკრინინგის ჰარმონიული პროგრამები და აღმოიფხვრას ახალშობილთა სკრინინგის პროგრამებში არსებული ხარვეზები.

ახალშობილთა სკრინინგი უნდა იყოს ორგანიზებული სისტემა, მკაფიოდ განსაზღვრული როლებით, პასუხისმგებლობით, ანგარიშვალდებულებითა და საკომუნიკაციო გზებით; სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში და რომელიც აღიარებულია, როგორც მართვადი დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების მექანიზმი და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ნაწილი.

დოკუმენტი ახალშობილთა სკრინინგის მთავარი პრინციპების შესახებ ითარგმნა 12 ენაზე. ქართული თარგმანი განხორციელდა GSIEM საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოების მიერ. იხილეთ EURORDIS-ის ვებ გვერდი: https://www.eurordis.org/newbornscreening.

ღონისძიებები

  • სმით-ლემლი-ოპიცის სინდრომი (SLOS) ჰოლისტიკური ოჯახური პერსპექტივიდან

    MetabERN-ის მიერ ორგანიზებული ვებინარი სმით-ლემლი-ოპიცის სინდრომის (SLOS) შესახებ ჩატარდება...

  • გილოცავთ ახალ 2026 წელს! GSIEM საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა...

  • ვებინარი Think Ammonia! Test and Diagnosis of Hyperammonaemia in time

    18 სექტემბერს, 19:00 საათზე MetabERN მასპინძლობით ჩატარდა ონლაინ ვებინარს...

©2019 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება