ფენილკეტონურიის მართვის პირველი და არჩევითი მეთოდია დიეტოთერაპია – საკვებ რაციონში ცილების შეზღუდვა სისხლში ფენილალნინის დონის შემცირების მიზნით. ზოგ ბავშვსა და მოზრდილ პაციენტს, დიეტური მართვის მიუხედავად, ფენილალანინის მაღალი დონე უფიქსირდება, რაც რისკის ქვეშ აყენებს მათ კოგნიტურ ფუნქციას.
ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Synlogic-მა, რომელიც სინთეზური ბიოლოგიის პრინციპებზე დაფუძნებით მეტაბოლური და იმუნოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს აწარმოებს, ფენილკეტონურიის სამკურნალოდ SYNB1618 და SYNB1934 შექმნა.
აღნიშნული ფორმულაციები, ნაწლავის ჩხირის – Escherichia Coli Nissle-ის გენური ინჟინერიით მოდიციფიცირების შედეგად, ნაწლავებში არსებულ ფენილალანინს მოიხმარს, რაც პლაზმაში მოცემული ამინომჟავას კონცენტრაციის დაქვეითებას იწვევს. (more…)


