ახალშობილთა სკრინინგის მთავარი პრინციპები
ადრეული დიაგნოზი აუმჯობესებს იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანების ცხოვრებას. სწორედ ამისკენაა მიმართული ახალშობილთა სკრინინგი.
ორგანიზაცია EURORDIS -ის ინიციატივით, რომელიც წარმოადგენს იშვიათი დაავადებების აქტიურ და მძლავრ ორგანიზაციას ევროპაში, ჩამოყალიბდა ახალშობილთა სკრინინგის სამუშაო ჯგუფი, რათა შემუშავებულიყო ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალშობილთა სკრინინგის პოლიტიკისა და პროგრამების განვითარებას. განისაზღვრა 11 მთავარი პრინციპი, რომლებიც მიმართულია ახალშობილთა სკრინინგის ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მხარდასაჭერად, რათა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში დაბადებულმა ყველა ახალშობილმა ისარგებლოს ახალშობილთა სკრინინგით, შეიქმნას სკრინინგის ჰარმონიული პროგრამები და აღმოიფხვრას ახალშობილთა სკრინინგის პროგრამებში არსებული ხარვეზები.
ახალშობილთა სკრინინგი უნდა იყოს ორგანიზებული სისტემა, მკაფიოდ განსაზღვრული როლებით, პასუხისმგებლობით, ანგარიშვალდებულებითა და საკომუნიკაციო გზებით; სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში და რომელიც აღიარებულია, როგორც მართვადი დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების მექანიზმი და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ნაწილი.
დოკუმენტი ახალშობილთა სკრინინგის მთავარი პრინციპების შესახებ ითარგმნა 12 ენაზე. ქართული თარგმანი განხორციელდა GSIEM საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოების მიერ. იხილეთ EURORDIS-ის ვებ გვერდი: https://www.eurordis.org/newbornscreening.