Think Metabolic!

19 სექტემბერს MediClubGeorgia-ში გაიმართა „Think Metabolic“ შეხვედრა, ორგანიზებული საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დაავადებათა და იშვიათი ეპილეფსიების საზოგადოების — GSIEMRare-ის მიერ.
შეხვედრის ფარგლებში Emma Center for Personalized Medicine, Amsterdam UMC-ის ხემძღვანელმა, პროფესორმა კლარა ვან კარნებეეკმა ისაუბრა ინტელექტუალური განვითარების შეფერხების, აუტიზმისა და ეპილეფსიის მართვად მეტაბოლურ მიზეზებზე, მათ ადრეულ ამოცნობასა და დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებაზე ასევე დაანონსდა ჯონათან გიბსონის „Think Ammonia!“ ინიციატივა საქართველოში, რომლის მიზანია ჰიპერამონიემიის დროული ამოცნობისა და ამონიუმის ადრეული განსაზღვრის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრა მოიცავდა კლინიკური შემთხვევების განხილვას და მეტაბოლური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრაქტიკულ საკითხებს.
ღონისძიებას უმასპინძლა MediClubGeorgia-მ.