ახალშობილთა სკრინინგის 5 საფეხური
ახალშობილთა სკრინინგი მოიცავს 5 საფეხურს:
- ექიმი უხსნის მშობლებს სკრინინგის არსს, პროცესს და სთავაზობს მის ჩატარებას ახალშობილისთვის.
- დაბადებიდან რამდენიმე საათში ახალშობილს სისხლს უღებენ ქუსლიდან. მეტაბოლური დაავადებების მქონე ახალშობილობილს კლინიკური გამოვლინებები შესაძლოა არ აღენიშნებოდეს, ამიტომ სკრინინგის გარეშე დაავადების დიაგნოსტირება ვერ მოხდება.
- სისხლს აგროვებენ სპეციალურ ფილტრის ქაღალდზე და გზავნიან სპეციალური ლაბორატორიაში.
- ლაბორატორიაში აანალიზებენ სკრინინგის შედეგს: უარყოფითი პასუხი ნიშნავს, რომ სკრინინგში შემავალი არცერთი დაავადება არ იქნა აღმოჩენილი. დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ ეჭვია კონკრეტულ დაავადებაზე და საჭიროა კონფირმატორული ტესტების ჩატარება დაავადების დიაგნოსტირებისთვის.
- კონფირმატორული ტესტებით დაავადების დადასტურების შემთხვევაში, ექიმი მშობლებთან ერთად ადგენს მართვის გეგმას.