საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ღონისძიებები და სიახლეები
  • ბლოგი
    • ექიმებისთვის
    • მშობლებისთვის
  • კონტაქტი

ორნითინ ტრანსკარბამილაზას დეფიციტი

ორნითინ ტრანსკარბამილაზას დეფიციტი (OTC დეფიციტი) მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის გავრცელების სიხშირეა 1:14.000 – 1:77.000 ახალშობილში.
OTC დეფიციტი იწვევს სისხლში ამიაკის დაგროვებას. ამიაკი წარმოიქმნება ორგანიზმში ცილების დაშლის შედეგად და ტოქსიკურია, თუ მისი დონე ძალიან მაღალია. ნერვული სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამიაკის ზემოქმედების მიმართ.
OTC დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. ჩვეულებრივ ვლინდება ბიჭებში, ძალიან იშვიათად გოგონებში. ყველაზე მძიმე ფორმა სიცოცხლის პირველ დღეებში ვლინდება და დროული აღმოჩენისა და მკურნალობის გარეშე შესაძლოა განვითარდეს კომა და ახალშობილი დაიღუპოს.
ზოგიერთ პირში OTC დეფიციტის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება ნაკლებად მძიმე იყოს და გამოვლინდეს მოგვიანებით. გვიანი ფორმა გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ამ დროს შესაძლოა განვითარდეს ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, ქცევის დარღვევა, პერიოდული თავის ტკივილი, ღებინება, ზიზღი ცილოვანი საკვების მიმართ, გულყრები და განვითარების შეფერხება.
ადრეული დიაგნოსტიკის, სათანადო მკურნალობის დაუყოვნებლივ დასაწყებად და  შესაძლო საუკეთესო გამოსავლის მისაღებად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ორნითინ ტრანსკარბამილაზას დეფიციტი შეტანილია ახალშობილთა სკრინინგის პროგრამაში.
იხილეთ მშობლების საინფორმაციო ბროშურა: https://gsiem.ge/wp-content/uploads/2022/01/OTC_Deficiency_მშობლებისთვის-converted_compressed.pdf

ღონისძიებები

  • სკრინინგის საერთაშორისო დღე

    INSD – International neonatal screening day სკრინინგის საერთაშორისო დღე...

  • ახალშობილთა სკრინინგი – ისტორია და რეალობა

    სექტემბერი ახალშობილთა სკრინინგზე ცნობადობის ამაღლების თვეა. 2023 წლის 9-12...

  • 28 ივნისი ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეა

    28 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეს, რათა...

©2019 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება