საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა და იშვიათი ეპილეფსიების საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism and Rare epilepsies (GSIEMRare)
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • საზოგადოება
    • მმართველი გუნდი
    • გახდი წევრი
  • მედია
    • ღონისძიებები
    • სიახლეები
    • ბმულები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

პროპიონული აციდემია

პროპიონული აციდემია

პროპიონული აციდემია თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა ორგანიზმის მიერ ცილების დაშლის პროცესი. დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაგვარად, ახალშობილებში ხშირ შემთხვევაში ვლინდება მწვავედ – კვების დარღვევებით, ღებინებებით, მივარდნილობით, ზოგადი მდგომარეობის აუხსნელი დამძიმებით. მოგვიანებით ასაკში დაავადება შეიძლება ხასიათდებოდეს ქრონიკული მიმდინარეობით და პერიოდული გამწვავებებით – მეტაბოლური კრიზისებით. გამწვავებები უკავშირდება სხვადასხვა სტრესს, მაგალითად ღებინებას, დიარეას, ბავშვთა ინფექციებს, ცხელებას, ქირურგიულ ჩარევას.

თუ არ მოხდა პროპიონული აციდემიის დროულად ამოცნობა, შესაძლოა დაავადებას ლეტალური გამოსავალი ჰქონდეს.  ადრეული დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობა საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს არიდებული სხვადასხვა ორგანოების დაზიანება და მძიმე, შეუქცევადი ნევროლოგიური გართულებები (გულყრები, ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხება, მოძრაობის დარღვევები).

იხილეთ საინფორმაციო ბროშურა:

ღონისძიებები

  • მიტოქონდრიული დაავადებების კვირეული

    19 სექტემბერს, მიტოქონდრიული დაავადებების ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში, თბილისის...

  • Think Metabolic!

    19 სექტემბერს MediClubGeorgia-ში გაიმართა „Think Metabolic“ შეხვედრა, ორგანიზებული საქართველოს...

  • SSIEM 2026 — Next Generation Metabolic Medicine

    25–28 აგვისტოს ჰელსინკიში გაიმართა SSIEM 2026 — Society for...

©2026 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა და იშვიათი ეპილეფსიების საზოგადოება