28 ივნისი ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეა
28 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეს, რათა გაავრცელოს ინფორმაცია და გაზარდოს ცნობადობა სკრინინგის მნიშვნელობისა და სარგებლიანობის შესახებ შესახებ. https://gsiem.ge/wp-content/uploads/2023/06/NBS-day-Georgia.pdf
28 ივნისს რობერტ გათრის დაბადების დღეა. რობერტ გათრი იყო ექიმი, მიკრობიოლოგი, რომელმაც 1960 წელს შექმნა ფილტრის ქაღალდი მშრალი სისხლის წვეთისთვის და კვლევის მეთოდი ახალშობილებში ფენილკეტონურიის სკრინინგისთვის. რობერტ გათრიმ მთელი ცხოვრება მიუძღვნა ახალშობილთა სკრინინგის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
ახალშობილთა სკრინინგით შესაძლებელია სიცოცხლის გადარჩენა!
მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს, გააფართოვოს ახალშობილთა სკრინინგში შემავალი დაავადებების რაოდენობა.