საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ღონისძიებები და სიახლეები
  • ბლოგი
    • ექიმებისთვის
    • მშობლებისთვის
  • კონტაქტი

გალაქტოზემია

გალაქტოზემია

გალაქტოზემია თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში ვერ ხერხდება  საკვებში არსებული შაქრის – გალაქტოზის დაშლა. გალაქტოზა არის რძესა და რძის პროდუქტებში. რძის შაქარს ჰქვია ლაქტოზა, რომელიც იშლება გალაქტოზად და გლუკოზად. შემდეგ კი გალაქტოზაც გარდაიქმნება გლუკოზად – ორგანიზმის მთავარ ენერგიის წყაროდ. თუ სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს გალაქტოზის გარდამქმნელი ფერმენტი, ვითარდება გალაქტოზემია.

დაავადების გავრცელების სიხშირეა 1:16.000-60.000 ახალშობილში.

მკურნალობის გარეშე გალაქტოზემიით დაავადებულ ადამიანს უვითარდება ტვინის დაზიანება, გულყრები, ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, სისხლდენები, კატარაქტა, ინფექციები, რაც სეპტიური შოკისა და სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ მოხდა დაავადების ადრეული ამოცნობა, გალაქტოზემიით დაავადებული ადამიანები ცხოვრობენ ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრებით, თუმცა ზოგიერთ მათგანს შეიძლება ჰქონდეს სწავლის სირთულეები და უშვილობის პრობლემა. გალაქტოზემიის მკურნალობაა რძისა და რძის პროდუქტების გამორიცხვა საკვები რაციონიდან.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გალაქტოზემია შეტანილია ახალშობილთა სკრინინგ პროგრამაში, რათა დროულად მოხდეს მისი დიაგნოსტირება, მკურნალობის დაწყება და სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომების თავიდან აცილება. იხილეთ მშობლების საინფორმაციო ბროშურა https://gsiem.ge/wp-content/uploads/2021/07/TEMPLE_Galactosaemia-pdf_compressed.pdf.

Add Comment

You must be logged in to post a comment.

ღონისძიებები

  • სკრინინგის საერთაშორისო დღე

    INSD – International neonatal screening day სკრინინგის საერთაშორისო დღე...

  • ახალშობილთა სკრინინგი – ისტორია და რეალობა

    სექტემბერი ახალშობილთა სკრინინგზე ცნობადობის ამაღლების თვეა. 2023 წლის 9-12...

  • 28 ივნისი ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეა

    28 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეს, რათა...

©2019 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება