საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ღონისძიებები და სიახლეები
  • ბლოგი
    • ექიმებისთვის
    • მშობლებისთვის
  • კონტაქტი

ახალშობილთა სკრინინგი – მსოფლიო მასშტაბის ინიციატივა

ახალშობილთა სკრინინგი – მსოფლიო მასშტაბის ინიციატივა

International Journal of Neonatal Screening ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია „Newborn Screening—A Worldwide Endeavour to Protect“, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ახალშობილთა სკრინინგის მნიშვნელობას და საჭიროებას.

ახალშობილთა სკრინინგი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯია, რომელმაც ბოლო 60 წლის განმავლობაში მილიონობით ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა. ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო თანამშრომლობის გადამწყვეტ როლზე, რამაც საფუძველი ჩაუყარა სკრინინგის პროგრამების განვითარებას და მდგრადობას.

სტატია მიმოიხილავს ახალშობილთა სკრინინგის ისტორიულ გზას და განიხილავს თანამედროვე გამოწვევებს, მათ შორის გლობალურ არასტაბილურობას, ქვეყნებს შორის უთანასწორობასა და რესურსების შეზღუდულობას. ავტორები აღნიშნავენ, რომ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, სკრინინგის სერვისების შენარჩუნებამ ნათლად წარმოაჩინა ამ პროგრამების მაღალი ღირებულება და პრიორიტეტულობა.

განსაკუთრებული აღსანიშნავია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო ინიციატივები და რეკომენდაციები, სადაც ახალშობილთა სკრინინგი აღიარებულია, როგორც ბავშვთა ჯანმრთელობისა და უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, მათ შორის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.

სტატია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალშობილთა სკრინინგი არ არის მხოლოდ ლაბორატორიული ტესტი — იგი წარმოადგენს კომპლექსურ პროგრამას, რომელიც მოიცავს დროულ დიაგნოსტიკას, მკურნალობის დროულ დაწყებას, გრძელვადიან მონიტორინგსა და ოჯახების მხარდაჭერას. ავტორები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, ჯანდაცვის პროფესიონალებსა და საზოგადოებას, ერთობლივი ძალისხმევით დაიცვან და განავითარონ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემა მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ მბულზე: https://www.mdpi.com/2409-515X/11/3/80

ღონისძიებები

  • გილოცავთ ახალ 2026 წელს! GSIEM საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა...

  • ვებინარი Think Ammonia! Test and Diagnosis of Hyperammonaemia in time

    18 სექტემბერს, 19:00 საათზე MetabERN მასპინძლობით ჩატარდა ონლაინ ვებინარს...

  • სკრინინგის საერთაშორისო დღე

    INSD – International neonatal screening day სკრინინგის საერთაშორისო დღე...

©2019 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება