საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ღონისძიებები და სიახლეები
  • ბლოგი
    • ექიმებისთვის
    • მშობლებისთვის
  • კონტაქტი

უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში

უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში

2021 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში საქართველოს ნეონატილოგთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია ,,უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში“. კონფერენციას მასპინძლობდნენ ია დავითაია (საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი; ნეონატოლოგი-პედიატრი; ექიმ-ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; „ჩაჩავას კლინიკა“ ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელი;), ირაკლი ფავლენიშვილი (თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის ნეონატოლოგიის მიმართულების პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი) და აჭარის მხრიდან – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

კონფერენციას ესწრებოდნენ ნეონატოლოგები და პედიატრები საქართველოს სხვადასხვა კლინიკებიდან.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ადრეული ენტერალური კვების პრინციპებს და მათ მნიშვნელობას, დღენაკლთა კვებას, ძილის პრობლემებს ბავშვთა ასაკში, ალერგიული რინიტების მართვის თანამედროვე მიდგომებს, ნეონატალური ენდოკრინოლოგიის აქტუალურ საკითხებს, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ჰიპოგლიკემიის დიაგნოსტირების ალგორითმსა და მკურნალობის პრინციპებზე. განიხილეს იშვიათი კლინიკური შემთხვევები და გაირჩა ძალიან საინტერესო დაავადების – ბარტის სინდრომის (Bart Syndrome) მქონე პაციენტის შემთხვევა. ბარტის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, რომელიც მიჩნეულია კანის თანდაყოლილი აპლაზიისა (aplasia cutis congenita) და ბულოზური ეპიდერმოლიზის (epidermolysis bullosa) კომბინირებულ ვარიანტად. პაციენტი წარმატებით იმართა და გამოჯანმრთელებული გაეწერა მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიდან.

კონფერენცია დასრულდა GSIEM-ის წარმომადგენლის ნაზი ტაბატაძის მოხსენებით – ,,თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები – არასოდეს გამოგვრჩეს განკურნებადი დაავადება”. პრეზენტაცია ეძღვნებოდა თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების ზოგად მიმოხილვას, დიაგნოსტირების თანამედროვე მიდგომების და ახალშობილთა სკრინინგის სფეროში არსებული პრობლემების განხილვას.

ღონისძიებები

  • სკრინინგის საერთაშორისო დღე

    INSD – International neonatal screening day სკრინინგის საერთაშორისო დღე...

  • ახალშობილთა სკრინინგი – ისტორია და რეალობა

    სექტემბერი ახალშობილთა სკრინინგზე ცნობადობის ამაღლების თვეა. 2023 წლის 9-12...

  • 28 ივნისი ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეა

    28 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეს, რათა...

©2019 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება