საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა და იშვიათი ეპილეფსიების საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism and Rare epilepsies (GSIEMRare)
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • საზოგადოება
    • მმართველი გუნდი
    • გახდი წევრი
  • მედია
    • ღონისძიებები
    • სიახლეები
    • ბმულები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

ახალშობილთა სკრინინგის 5 საფეხური

ახალშობილთა სკრინინგი მოიცავს 5 საფეხურს:

  1. ექიმი უხსნის მშობლებს სკრინინგის არსს, პროცესს და სთავაზობს მის ჩატარებას ახალშობილისთვის.
  2. დაბადებიდან რამდენიმე საათში ახალშობილს სისხლს უღებენ ქუსლიდან. მეტაბოლური დაავადებების მქონე ახალშობილობილს კლინიკური გამოვლინებები შესაძლოა არ აღენიშნებოდეს, ამიტომ სკრინინგის გარეშე დაავადების დიაგნოსტირება ვერ მოხდება.
  3. სისხლს აგროვებენ სპეციალურ ფილტრის ქაღალდზე და გზავნიან სპეციალური ლაბორატორიაში.
  4. ლაბორატორიაში აანალიზებენ სკრინინგის შედეგს: უარყოფითი პასუხი ნიშნავს, რომ სკრინინგში შემავალი არცერთი დაავადება არ იქნა აღმოჩენილი. დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ ეჭვია კონკრეტულ დაავადებაზე და საჭიროა კონფირმატორული ტესტების ჩატარება დაავადების დიაგნოსტირებისთვის.
  5. კონფირმატორული ტესტებით დაავადების დადასტურების შემთხვევაში, ექიმი მშობლებთან ერთად ადგენს მართვის გეგმას.

No alternative text description for this image

Add Comment

You must be logged in to post a comment.

ღონისძიებები

  • სმით-ლემლი-ოპიცის სინდრომი (SLOS) ჰოლისტიკური ოჯახური პერსპექტივიდან

    MetabERN-ის მიერ ორგანიზებული ვებინარი სმით-ლემლი-ოპიცის სინდრომის (SLOS) შესახებ ჩატარდება...

  • გილოცავთ ახალ 2026 წელს! GSIEM საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა...

  • ვებინარი Think Ammonia! Test and Diagnosis of Hyperammonaemia in time

    18 სექტემბერს, 19:00 საათზე MetabERN მასპინძლობით ჩატარდა ონლაინ ვებინარს...

©2019 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება